„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.
შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ლოჯისტიკის მიმართულებით - ლოჯისტიკის სტაჟიორი.
თუ ხარ სტუდენტი, გაინტერესებს საერთაშორისო ლოჯისტიკა და მზად ხარ სწავლასთან ერთად ჩაერთო იმპორტისა და ტვირთების ტრანსპორტირების პროცესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაო რეალურ ბიზნეს ოპერაციებზე - ეს სტაჟირება შენთვისაა.
რას გააკეთებ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში:
- იმპორტისა და ტვირთების ტრანსპორტირების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
- ტვირთების ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
- სატრანსპორტო ხარჯებისა და მიწოდების პირობების შედარებაში მონაწილეობა;
- ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და პროგრამულ აღრიცხვაში მონაწილეობა;
რას მოველით კანდიდატისაგან:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარები და დინამიურ გარემოში მუშაობისათვის მზადყოფნა.
რას გთავაზობთ:
- რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
- განვითარებას პრაქტიკული გამოცდილებებით;
- 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
- სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);
- 1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.
✨ თუ მზად ხარ ახალი გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობებისთვის, შემოუერთდი „აი სი არ ტრეიდს“ — ჩვენ ვიზრუნებთ შენს პროფესიულ ზრდაზე.