სტაჟირება - I. ბიზნესის მართვის მიმართულება II. გაყიდვების პროცესების მართვის გუნდი (მარაგების მართვა)
12-06-2026 - 20-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ორი მიმართულებით:

I. ბიზნესის მართვის მიმართულება
II. გაყიდვების პროცესების მართვის გუნდი (მარაგების მართვა)

I. ბიზნესის მართვის მიმართულებით გუნდის მიზანი: ბრენდების მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა, კომერციული შედეგების გაუმჯობესება და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტის, მარკეტინგული აქტივობებისა და ეფექტური საოპერაციო პროცესების მართვის გზით კომპანიის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერა.

• გაყიდვების, მარაგებისა და სხვა კომერციული მაჩვენებლების ანალიზის პროცესში მხარდაჭერა;
• მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
• ბრენდის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
• პარტნიორებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის დამუშავების პროცესში მხარდაჭერა;
• გაყიდვებისა და შესყიდვების ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
• კოლექციის დაგეგმვის, ფასდადებისა და ასორტიმენტის მართვის პროცესების გაცნობა და მხარდაჭერა;
• სხვადასხვა ანალიტიკური და საოპერაციო დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საჭირო უნარები:
• Excel-თან მუშაობის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია კომუნიკაციის დონეზე).
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• სწავლისა და განვითარების სურვილი;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

II.  გაყიდვების პროცესების მართვის გუნდი - მხარს უჭერს მარგების მართვის სისტემის სწორი ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტურ გადანაწილებაზე;  გაყიდვების ანალიზი, პარტნიორ კომპანიებთან და გუნდებთან კომუნიკაცია.
• მაღაზიის სასაქონლო მარაგების მართვის სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
• მარაგების გადატანების ეფექტიანი საჭიროებისა და რაოდენობის განსაზღვრაში ჩართულობა;
• გაყიდვების ანალიზის მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
• კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

ამისათვის საჭირო უნარები:
• სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
• MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
• ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
• ინგლისური ენა-სასურველია

რას გთავაზობთ:

  • რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
  • განვითარებას პრაქტიკული გამოცდილებებით;
  • 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);
  • 1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.

✨ თუ მზად ხარ ახალი გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობებისთვის, შემოუერთდი „აი სი არ ტრეიდს“ — ჩვენ ვიზრუნებთ შენს პროფესიულ ზრდაზე.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<