პოზიციის მიზანი
ICR Trade-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური კონტროლინგის, მენეჯერული რეპორტინგის, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის პროცესების მხარდაჭერა.
ძირითადი მოვალეობები
- წლიური ბიუჯეტებისა და პერიოდული პროგნოზების მომზადებაში მონაწილეობა;
- ბიუჯეტისა და ფაქტობრივი შედეგების შედარება, გადახრებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
- ჯგუფის შვილობილი კომპანიების რეპორტინგის სტანდარტების შემუშავებასა და კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა;
- ფინანსური დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დანერგვა;
- KPI დეშბორდებისა და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
- თვის დახურვის პროცესების კონტროლი და სტანდარტული რეპორტინგ-პაკეტის მართვა;
- ბიზნეს-გადაწყვეტილებების ფინანსური ანალიზით მხარდაჭერა და საჭიროებისამებრ სხვადასხვა ტიპის რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება;
- ბუღალტრულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა მონაცემთა სისწორისა და ანგარიშგების ვადების უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან დაკავშირებულ სფეროში;
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ კონტროლინგში, FP&A-ში, აუდიტში ან მსგავს პოზიციაზე;
- ჰოლდინგურ, საცალო ვაჭრობის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის მოწინავე ფუნქციებისა და Power Query-ის გამოყენება;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; Microsoft Dynamics 365 Business Central / Navision-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ACCA/CIMA/CFA-ის სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
- ჰოლდინგის მასშტაბის ფინანსურ პროცესებში ჩართულობას;
- პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
გისურვებთ წარმატებას!