ICR ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას — ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
თუ გაქვს გამოცდილება იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების მართვაში და გაინტერესებს ამ მიმართლებით განვითარება დინამიკურ გარემოში, შემოგვიერთდი!
ძირითადი მოვალეობები
• შესყიდვების მენეჯერისგან შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და იმპორტის პროცესის დაგეგმვა;
• მომწოდებლებთან კომუნიკაცია ტვირთის სტატუსის, ტრანსპორტირების დეტალებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;
• მომწოდებლებისგან ინვოისების მიღება და შესაბამისი მონაცემების გადამოწმება;
• ოპტიმალური სატრანსპორტო კომპანიისა და ტრანსპორტირების ვარიანტის შერჩევა ტრანზიტული ვადებისა და ხარჯების გათვალისწინებით;
• ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
• ტვირთის დაზღვევის უზრუნველყოფა და ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგი;
• სხვადასხვა მომწოდებლის ტვირთის კონსოლიდაცია ერთ კონტეინერში ოპტიმალური მიწოდების უზრუნველსაყოფად;
• საბაჟო წარმომადგენლისთვის დოკუმენტაციის მომზადება წინასწარი დეკლარირების მიზნით;
• ტვირთის მიღებისას აღმოჩენილი დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიებთან საკითხების კოორდინაცია;
• მიღებული ტვირთის პროგრამული ასახვა, ხარჯების დარიცხვა, კატეგორიზაცია და ანალიზი.
საჭირო გამოცდილება, ცოდნა და უნარები
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
• გადაზიდვების ან იმპორტის ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;
• საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
• საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
• MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
• პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
• სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კომპანიაში;
• მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული განვითრების შესაძლებლობებს;
• ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებასა და წლიურ ბონუსს.
გისურვებთ წარმატებას!