შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გორში.
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
• მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1125 gross + ბონუსი (თვის გეგმის შესრულების მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი