შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სოფ. გამარჯვება (რუსთავთან ახლოს)
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, შაბათ-კვირა დასვენება.
სამუშაო საათები: 8:00 – 17:00 საათი;
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- „ ICR ტრეიდი ”-ს კუთვნილი მანქანის დადგენილი მარშრუტის მიხედვით მართვა;
- კონტეინერიდან პროდუქტის დაცლაში მონაწილეობა;
- პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- ავტომანქანის მოძრაობის წესების მიხედვით უსაფრთხოდ მართვა და გადაზიდვის ნებისმიერი წინასწარ დადგენილი მიმართულებით დროულად განხორციელება;
- მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- დავალებისამებრ გადაზიდვების დროულად განხორციელება;
- მინდობილ სატრანსპორტო საშუალებაში ტვირთის ჩატვირთვისას, მისი ოპტიმალური და უსაფრთხო განლაგების მონიტორინგი;
- საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით ზუსტად შევსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი, ორგანიზებული;
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისსა და ბათუმში.