შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სოფ. გამარჯვება (რუსთავთან ახლოს)
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, შაბათ-კვირა დასვენება.
სამუშაო საათები: 8:00 – 17:00 საათი;
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან - 7:30 საათზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემოსული პროდუქტის მიღება და კონტეინერიდან დაცლა;
- მიღებული პროდუქციის შემოწმება ერთეულის დონეზე, პროგრამულად მითვლა და აღწერა;
- საწყობში პროდუქტის განთავსება კოდების მიხედვით;
- პროდუქტის დაშლა-შეფუთვა, გადასატანად მომზადება და სატვირთო მანქანაში განთავსება;
- პროდუქციის გადატანა, ტრანსპორტირება;
- პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- საწყობის უფროსის მითითებით აღწერებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი, ორგანიზებული;
სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისსა და ბათუმში.