შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.
ლოკაცია:
ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის 67
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი სამუშაო ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
• მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1000-1200 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული + ბონუსის საშუალო მოცულობით)
გისურვებთ წარმატებას!