ლოჯისტიკის უმცროსი მენეჯერი
08-10-2026 - 15-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ICR ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას — ლოჯისტიკის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

თუ გაქვს გამოცდილება იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების კოორდინირებაში და გაინტერესებს ამ მიმართლებით განვითარება დინამიკურ გარემოში, შემოგვიერთდი!


ძირითადი მოვალეობები

  • შესყიდვების მენეჯერებისგან შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და იმპორტის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია ტვირთის მზადყოფნის, ტრანსპორტირების ვადებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;
  • მომწოდებლებისგან ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების მიღება, მონაცემების გადამოწმება და დამუშავება;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების პირობებისა და ღირებულებების შედარება, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში მონაწილეობა;
  • ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
  • ტვირთის დაზღვევის პროცესის მხარდაჭერა და ტრანსპორტირების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • სხვადასხვა მომწოდებლის ტვირთების კონსოლიდაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საბაჟო წარმომადგენლისთვის წინასწარი დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება;
  • ტვირთის მიღებისას გამოვლენილი დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია და საკითხის მოგვარების პროცესში მონაწილეობა;
  • მიღებული ტვირთის პროგრამული ასახვა, შესაბამისი ხარჯების დარიცხვა და მონაცემების დამუშავება.


საჭირო გამოცდილება, ცოდნა და უნარები
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
• იმპორტის პროცესების ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;
• სასურველია საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
• სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
• MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
• პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ
• სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კომპანიაში;
• მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
• ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებასა და წლიურ ბონუსს.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!