სტაჟირება - მიწოდების ჯაჭვის გუნდი (სპორტული ხაზისა და ელ. კომერციის ბიზნეს მიმართულება)
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.
შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას სპორტული ხაზისა და ელ. კომერციის ბიზნეს მიმართულებით,
მიწოდების ჯაჭვის გუნდი - მხარს უჭერს მარგების მართვის სისტემის სწორი ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტურ გადანაწილებაზე; გაყიდვების ანალიზი, პარტნიორ კომპანიებთან და გუნდებთან კომუნიკაცია.
• მაღაზიის სასაქონლო მარაგების მართვის სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
• მარაგების გადატანების ეფექტიანი საჭიროებისა და რაოდენობის განსაზღვრაში ჩართულობა;
• გაყიდვების ანალიზის მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
• კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.
ამისათვის საჭირო უნარები:
• სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
• MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
• ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
• ინგლისური ენა-სასურველია
რას გთავაზობთ:
- რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
- განვითარებას პრაქტიკული გამოცდილებებით;
- 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
- სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);
- 1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.
✨ თუ მზად ხარ ახალი გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობებისთვის, შემოუერთდი „აი სი არ ტრეიდს“ — ჩვენ ვიზრუნებთ შენს პროფესიულ ზრდაზე.