სტაჟირება - ლოჯისტიკის მიმართულებით (იმპორტი)
05-11-2026 - 15-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სტაჟირება საერთაშორისო ლოჯისტიკის (იმპორტის) მიმართულებით

დაიწყე კარიერა საერთაშორისო ლოჯისტიკაში ICR Group-თან ერთად!

აი სი არ ჯგუფი საქართველოში საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წლიდან საქმიანობს და 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ჯგუფი საქართველოში წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯისა და კვების სფეროს საერთაშორისო ბრენდებს.

ჯგუფის ერთ-ერთი კომპანია, შპს „აი სი არ ტრეიდი“, აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა ECCO, Geox, Bata, Okaidi, Jacadi, Replay, Corso Italia და სხვა. კომპანია მართავს 60-მდა მაღაზიას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო ლოჯისტიკის (იმპორტის) მიმართულებით.

თუ ხარ დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, გაინტერესებს საერთაშორისო ლოჯისტიკის სფერო და გსურს ახალი პროფესიის შესწავლა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125

სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე

ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: დარიცხული 1000 ლარი (GROSS)

 

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, პროფესიული უნარების განვითარება და კარიერის დაწყება საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში.

წინასწარი სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი - ჩვენთვის მთავარია შენი მოტივაცია, სწავლის სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

სტაჟირების ფარგლებში შეისწავლი:

  • საერთაშორისო იმპორტის პროცესის სრულ ციკლს - მომწოდებლისგან პროდუქციის გამოგზავნიდან კომპანიის საწყობამდე;
  • მომწოდებლებთან და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაციის პროცესს;
  • ტრანსპორტირების დაგეგმვისა და ოპტიმალური ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს;
  • იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • ტვირთის გადაადგილების მონიტორინგისა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინირების პრაქტიკას;
  • სატრანსპორტო და სადაზღვევო შემთხვევების მართვის ძირითად პრინციპებს;
  • ERP სისტემაში ტვირთის აღრიცხვისა და ლოჯისტიკურ მონაცემებთან მუშაობის პროცესს;
  • საერთაშორისო ლოჯისტიკაში ხარჯების, ვადებისა და მიწოდების ეფექტიანობის ანალიზის საფუძვლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • იყო დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ფლობდე ინგლისურ ენას;
  • ფლობდე საოფისე პროგრამებს, განსაკუთრებით MS Excel-ს, საბაზისო დონეზე;
  • გამოირჩეოდე მაღალი მოტივაციითა და ახალი ცოდნის მიღების სურვილით;
  • გქონდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალების მიმართ ყურადღება და ორგანიზებულობის უნარი;
  • შეგეძლოს გუნდური მუშაობა და ეფექტიანი კომუნიკაცია.

რას გთავაზობთ?

  • 3–6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად დაეუფლები საერთაშორისო ლოჯისტიკის პრაქტიკულ პროცესებს;
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობისა და იმპორტის რეალურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • გამოცდილი გუნდის მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • წარმატებული სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.

როგორ მიიღო მონაწილეობა?

თუ დაინტერესდი და გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, შეავსე ფორმა და ატვირთე შენი რეზიუმე (CV).

შენი კარიერა შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!