შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ERP უმცროსი მხარდაჭერის სპეციალისტის (Support) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები
• ERP სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლებისთვის პირველადი მხარდაჭერის გაწევა
• თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული სისტემური პრობლემებისა და შეკითხვების დროული და ეფექტური მოგვარება;
• ინციდენტების და მოთხოვნების ticket-ების მართვა სრული ციკლის განმავლობაში — პრიორიტეტების განსაზღვრა, სტატუსების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან/მომწოდებელთან ესკალაცია;
• მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების სწორად განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
• პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მოძიებაში მონაწილეობა;
• ERP სისტემის ფუნქციონალთან, ბიზნესს პროცესებთან და გამოყენების წესებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
• განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი გაუმჯობესებების შემუშავებაში მონაწილეობა;
• თანამშრომლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე სისტემისა და პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
• სისტემის ცვლილებების, განახლებებისა და ახალი ფუნქციონალების ტესტირების, ვალიდაციისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
• UAT პროცესებში მონაწილეობა და ახალი ფუნქციონალების ბიზნესის მიერ გამოყენებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში ჩართულობა;
მოთხოვნები
• ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
• Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ან Microsoft Dynamics NAV (Navision)-ის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
• ERP სისტემების მხარდაჭერისა და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტირების გამოცდილება
• პრობლემის ანალიზისა და მიზეზის იდენტიფიცირების უნარი;
• ბიზნეს პროცესების გაგებისა და მომხმარებლის მოთხოვნის სწორად აღქმის უნარი;
• მოთხოვნების დოკუმენტირებისა და მკაფიო კომუნიკაციის უნარი
• პასუხისმგებლობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი ფუნქციონალის სწრაფად ათვისების უნარი;
• ინგლისური ენის ცოდნა;
გისურვებთ წარმატებას!
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.