ICR Trade სტანდარტული ვაკანსიასთან ერთად აცხადებს საზაფხულო დასაქმების პროგრამას - შემოუერთდი ICR-ის გუნდს!
ICR Trade აცხადებს საზაფხულო დასაქმების პროგრამას ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებში.
რას შემოგთავაზებთ?
• მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
• პრაქტიკულ გამოცდილებას მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით;
• შესაძლებლობას, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მომავალშიც გახდე ICR-ის გუნდის წევრი;
• ანაზღაურება: საშუალო თვიური შემოსავალი: 1100–1300 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსის საშუალო მოცულობა)
რას გააკეთებ?
• მომხმარებლების დახმარება და კონსულტირება;
• პროდუქციის მოწესრიგებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
• ახალი კოლექციების მიღებასა და მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულობა;
• მომხმარებლისთვის სასიამოვნო მომსახურების უზრუნველყოფა.
ვის ვეძებთ?
• პასუხისმგებლიან, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გუნდის წევრებს.
სამუშაო გრაფიკი:
• კვირაში 5 სამუშაო დღე;
• ცვლებში მუშაობის გრაფიკი;
• კვირაში 2 დასვენების დღე.
თუ გსურს ზაფხული გაატარო აქტიურ გარემოში, შეიძინო ახალი გამოცდილება და გახდე საერთაშორისო ბრენდების გუნდის ნაწილი, შეავსე განაცხადი >