მაღაზიის მენეჯერი | Jacadi / Okaïdi
ლოკაცია: თბილისი
ვინ ვართ?
„აი სი არ ტრეიდი“ ICR ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 1993 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მიმართულებით. კომპანია საქართველოს მასშტაბით 60-მდე მაღაზიას მართავს.
ჩვენი პორტფელი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:
Bata • Ecco • Geox • Bambino • Okaïdi • Jacadi • Corso Italia • Scarpiera • Studio ფეხსაცმლის გალერეა • Replay • AV LAB
რას მოიცავს ეს როლი?
მაღაზიის მენეჯერი არის გუნდის ლიდერი, რომელიც ზრუნავს მაღაზიის წარმატებულ მუშაობაზე, თანამშრომლების განვითარებაზე და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.
ამ პოზიციაზე თქვენ:
- წარმართავთ და განავითარებთ მაღაზიის გუნდს
- იზრუნებთ მომხმარებლის გამოცდილებაზე
- იმუშავებთ გაყიდვების შედეგების გასაუმჯობესებლად
- მართავთ საოპერაციო პროცესებს
ვის ვეძებთ?
- 2-წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება
- ლიდერული უნარები
- შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
რატომ ჩვენ?
- გახდებით საერთაშორისო ბრენდის გუნდის ლიდერი;
- იმუშავებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გარემოში;
- გექნებათ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- გახდებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცალო ქსელის ნაწილი საქართველოში.
თუ მზად ხართ ახალი გამოწვევისთვის და გსურთ ახალი გუნდის ლიდერის როლში საკუთარი გამოცდილების გამოყენება, მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი განაცხადი