შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე სპორტული ხაზის მიმართულებით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
• გაყიდვების, მარჟისა და მარაგების პერიოდული ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
• მომხმარებლის საჭიროებების და ბაზრის ტენდენციების ანალიზი, კომერციული სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
• მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდის კომერციული მიზნების შესაბამისად;
• ქსელის საოპერაციო პროცესის მართვა ქსელის მენეჯერებთან ერთად;
• ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესში ჩართულობა - სივრცის მზადყოფნის, გუნდის მომზადებისა და მერჩენდაიზინგის კუთხით;
• პარტნიორებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
• მონაწილეობა ბრენდის გაყიდვების და შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულების ანალიზში;
• ბრენდის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
• კოლექციის შეკვრის, ფასდადების და ასორტიმენტის დაგეგმვის მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის დამუშავება (xlsx და სხვა);
• ინგლისური ენის ცოდნა;
• მსგავსი მიმართულებით სტაჟირება ან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო კომპეტენციები:
• მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
• ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
• გამოცდილება მარიკეტინგის, ბიუჯეტირების და კომერციული ანალიზის მიმართულებით.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
გისურვებთ წარმატებას!