მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი
15-05-2026 - 15-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“  წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

სამუშაო განაკვეთი: სრული;

კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება. 

 

მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:

ქ. ბათუმი

  • მის: გამსახურდია-მელაშვილის 15/26 ქუჩა, მაღაზია "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა";
  • სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი"

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;  
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1200 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული+ბონუსის საშუალო მოცულობა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ველები და გამოგვიგზავნოთ მონაცემები.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!