ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის მენეჯერი
03-07-2026 - 04-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ორგანიზებულ გარემოში მუშაობა, პროცესების კოორდინაცია და სხვადასხვა მიმართულებასთან ეფექტური თანამშრომლობა შენი ძლიერი მხარეა, ეს პოზიცია შესაძლებლობას მოგცემს მნიშვნელოვანი როლი შეასრულო კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების გამართულად წარმართვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფაში.

ამ პოზიციაზე შენ:
• უზრუნველყოფ საინვესტიციო, სამშენებლო და სარემონტო პროექტების დაგეგმვას, კოორდინაციასა და შესრულების კონტროლს, განსაზღვრული ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით;
• მართავ სამეურნეო შესყიდვების სრულ ციკლს — მოთხოვნის მიღებიდან მომწოდებლების შერჩევამდე, მოლაპარაკებების წარმოებამდე და ხელშეკრულებების ადმინისტრირებამდე;
• იზრუნებ კომპანიის სამეურნეო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ეფექტიან მართვაზე;
• ითანამშრომლებ ბრენდებთან, კონტრაქტორებთან, სავაჭრო ცენტრებთან და სხვა პარტნიორებთან პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით;
• მართავ კომპანიის სადაზღვევო პროცესებს და უზრუნველყოფ შესაბამისი პოლისებისა და ხელშეკრულებების დროულ ადმინისტრირებას;
• აკონტროლებ ავტოპარკის ადმინისტრირებას, საწვავის მოხმარებას, ხარჯების ანალიზსა და ოპტიმიზაციას;
• უზრუნველყოფ კომუნალური მომსახურებების ადმინისტრირებას და შესაბამის უწყებებთან ეფექტურ კომუნიკაციას;
• ამზადებ ანალიტიკურ ანგარიშებს, აფასებ პროცესების ეფექტიანობას და მონაწილეობ პროცესების გაუმჯობესების ინიციატივებში.


ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ:
• გაქვს უმაღლესი განათლება;
• გაქვს სამშენებლო, ტექნიკური ან საინვესტიციო პროექტების მართვის გამოცდილება;
• გაქვს სამეურნეო შესყიდვების, მომწოდებლებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
• გქონია ბიუჯეტირებისა და ანალიტიკური ანგარიშგების პრაქტიკა;
• ინგლისურ ენაზე შეგიძლია კომუნიკაცია.


ამ პოზიციაზე წარმატებისთვის დაგეხმარება:
• პროექტების ეფექტიანად მართვის უნარი;
• ძლიერი ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
• განვითარებული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
• ცვლილებებისადმი გახსნილობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<